| მდებარეობა: | თბილისის ცენტრალური ნაწილი |
| მიწის ნაკვეთის ფართობი: | 255 მ² |
| შენობის ფართობი: | 437 მ² |
| ფასი: | $ 1,700,000 / ₾ 5,049,000 |
იშვიათი შესაძლებლობა, შეიძინოთ 437 მ² შენობა დედაქალაქის შუაგულში, ძველი თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ზონაში.
ქონება მდებარეობს ძველი თბილისის ისტორიული ცენტრში, ქალაქის უძველესი ქუჩების, ბეთლემისა და გომის კვეთაზე, სადაც მე-5 საუკუნეში ისტორიის თანახმად დაარსდა თბილისი. შენობიდან იშლება პანორამული ხედები მდინარე მტკვარზე, თბილისის ტურისტულ ატრაქციებზე, მათ შორის ნარიყალას ციხეზე, გოგირდის აბანოებზე, ეკლესიებზე, მუზეუმებსა და ხის აივნებიან, ტრადიციულ ქართულ სახლებზე.
შენობის სიახლოვესაა 60 ჰექტარზე გადაჭიმული თბილისის ბოტანიკური ბაღი, მრავალფეროვანი ფლორით, ჩანჩქერითა და პატარ-პატარა ბილიკებით.
თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი აღნიშნული ადგილიდან 3-4 წუთის გზაზეა, დაახლოებით 1.2 კმ-ის სიშორეზე.



შენობა ცალკემდგომია და ჯამურად 437 მ² მოიცავს. მის 5 სართულზე განთავსებულია ბუტიკის ტიპის სასტუმრო და კერძო სახლი იზოლირებული შესასვლელით. ამასთანავე, შენობას აქვს 53 მ² ტერასა, რომლიდანაც ქალაქის თვალისმომჭრელი ხედი იშლება. უძრავი ქონების ლოკაცია, შემოგარენი და ისტორიული კონტექსტი, საშუალებას გაძლევთ განავითაროთ მაღალი კლასის სასტუმრო, საცხოვრებელი სახლი ან რესტორანი.
12 მ. ალექსიძის ქუჩა
ქინგ დევიდ ბიზნეს ცენტრი (მე-11 სართული)
თბილისი 0193, საქართველო
უძრავი ქონების მრჩეველი: